ჩემი გვერდი

როგორ შევარჩიოთ ჰოსტინგ პაკეტი?

12 აპრილის 2022
როგორ შევარჩიოთ ჰოსტინგ პაკეტი?

რამდენიმე ფაქტორი არსებობს იმისათვის რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეგექმნათ იმის შესახებ თუ რომელი პაკეტი არის თქვენთვის უკეთესი.

ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევადარეთ სხვადასხვა ტიპის ჰოსტინგ სერვისები ერთმანეთს.

თუმცა ამჯერად მოკლე აღწერას გთავაზობთ იმისათვის რომ უკეთესად გაერკვეთ რომელი ვარიანტია თქვენთვის უკეთესი.

სამი მთავარი ფაქტორი არსებობს, რომლების მიხედვითაც შეგეძლებათ ერთ-ერთ მათგანს პრიორიტეტი მიანიჭოთ.


#1 ღირებულება

მომხმარებლებს ხშირად ურჩევნიათ ყველაზე იაფი ვარიანტის არჩევა. ამ მხრივ cloud სერვისები ზედგამოჭრილია. ბუნებრივია რომ მას დამატებითი პლიუსები, კომფორტი და უზრუნველყოფა არ მოყვება თან თუმცა თუ თქვენი ორგანიზაცია შედარებით ახალგაზრდაა ეს არ არის ურიგო არჩევანი.

 

სერვერების სურათი

 


#2 ხარისხი

ხარისხის და დამატებითი უპირატესობების კუთხით აშკარაა რომ გამოყოფილი სერვერები საუკეთესო ვარიანტია. დამატებითი კონტროლი, უსაფრთხოება, ფუნქციები, პრაქტიკულად არანაირი შანსი საიტის გათიშვის, ა.შ.

თუ ორგანიზაციას აქვს საშუალება ან საჭიროება რომ უამრავ მომხმარებელს შესთავაზოს სერვისები გამოყოფილი სერვერები ნამდვილად მთავარი ვარიანტია. 


#3 ბიზნეს მოლოდინები

იმის მიხედვით თუ როგორი მომავალი გგონია რომ ექნება თქვენს ბიზნესს, შესაძლოა თქვენთვის უკეთესი ვარიანტი ნებისმიერი იყოს სამიდან (cloud, VPS, გამოყოფილი). 

 

სასერვერო ოთახის სურათი

 

თუ ელით რომ თქვენი ბიზნესი საკმაოდ ნელა და სტაბილურად განვითარდება მაინცდამაინც არაა საჭირო რომ cloud-იდან ან VPS-ზე ან გამოყოფილზე გადახვიდეთ.

თუ თვლით, რომ შესაძლოა, ვთქვათ, გარკვეული კამპანიის გამო საკმაოდ სწრაფად ბევრი ადამიანი მიიზიდოთ მაშინ ჯობს VPS აირჩიოთ რადგან სკალირება, ერთი პაკეტიდან მეორეზე გადასვლა, უფრო მარტივი და ჩქარია.

ხოლო თუ უფრო მასშტაბური გეგმები გაქვთ მაშინ ჯობს გამოყოფილი სერვერები აირჩიოთ. ამ კატეგორიას არანაირი მნიშვნელოვანი მინუსი არ აქვს დანარჩენთან შედარებით, შესაბამისად ურიგო ვარინატი იშვიათად არის.