ჩემი გვერდი
შეიძინე ჰოსტინგის სერვისები და მიიღე -80%-მდე ფასდაკლება

SEO, ბლოგები და ჰოსტინგი

8 თებერვალს 2023
SEO, ბლოგები და ჰოსტინგი

თითქმის ყველა მსხვილი ონლაინ ბიზნესი ან უკვე იყენებს ბლოგებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, ან ამაზე სერიოზულად ფიქრობს. რაც გასაკვირი არ უნდა იყო იმის გათვალისწინებით, რომ ბლოგები წარმოადგნენ მნიშვნელოვან პლიუსს SEO-ს კუთხით.

ჩვენ ბლოგებს გთავაზობთ როგორც myGO-ზე, ასევე Server1-ზეც და Wik-ზეც. ყოველ პლატფორმას საკუთარი სპეციფიკა აქვს, თემებიც და ბლოგების ტონიც ამ სპეციფიკის მიხედვით ირჩევა. 

myGO-ს ბლოგი დანარჩენ ორთან შედარებით მრავალმხრივი და მრავალმიზნიანია. Server1-ის პოსტები მეტ წილად ჰოსტინგზე და ვებსაიტის უზრუნველყოფაზეა, ხოლო Wik-ის იმ ხალხისთვისაა ვინც ახლახან შემოაბიჯა ბიზნეს სამყაროში ფეხი.

 

 

დეკორატიული

 


გავლენა SEO-ზე

პირველ რიგში, მოკლედ მიმოვიხილავთ თუ რა ტიპის უპირატესობებზე გვაქვს საუბარი. ის, რომ თქვენ გექნებათ მუდმივი ინფორმაციის წყარო, რომელიც მიმართული იქნება თქვენი სამიზნო აუდიტორიისკენ საკმაოდ საყურადღებო ხელსაწყოა. ერთი მხრივ, შეგიძლიათ საკუთარი ინფორმაციის ხარისხით, არგუმენტირებით, ან სხვა მსგავსი მახასიათებლით მიიზიდოთ მომხმარებლები რომლებიც დაბრუნდებიან თქვენს საიტზე. რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია რადგან ასეთი ტიპის მომხმარებლებს, დიდი ალბათობით, თქვენი ბრენდის მიმართ გარკვეული ნდობაც გაუჩნდებათ. 

მეორე მხრივ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიზაინი, ვიდეობი, ფოტოები ან სხვა მსგავსი მასალა, რის გამოც თუნდაც უცხო აუდიტორია გადაწყვეტს თქვენი ვებ-გვერდების ნახვას.

ეს ორივე ფაქტორი ხელს შეუწყობს თქვენი ბრენდის ცნობადობას. მეტი ცნობადი კი, თავისთავად, ითვალისწინებს მომხმარებლების დაბრუნების მეტ შანსსაც. 

დამატებით, ყოველი ბლოგი წარმოადგენს საკვანძო ფრაზების და სიტყვების მნიშნელოვან ბაზას, რომლითაც შესაძლოა Google-დან, ან სხვა მსგავსი პლატფორმიდან, გაიჩინოთ ტრაფიკის წყარო.

 

 

ლეპტოპის სურათი

 

 

აღსანიშნავია ლინკების როლიც ბლოგებში. უფრო კონკრეტულად, შიდა ლინკების სისტემის აწყობა პოზიტიურად მოქმედებს როგორც ნავიგაციაზე და შესაბამისად ინტერესზე (ან პირიქით), ისევე SEO-ზეც, რადგან Google-ის crawler-ები ამოწმებენ თქვენს მონაცემებს. 

თუ ამ კონკრეტული მიმართულებით დაინტერესებული ხართ, მაშინ შესაძლოა ჩვენი პლატფორმის, Linkers-ის, ფუნქციებიც მოგეწონოთ. Linkers-ის მთავარი მიზანი არის შემოგთავაზოთ დამატებითი პლიუსები რომლებიც შეიძლება მოყვეს ლინკების გამოყენებას. მათ შორის ინფორმაციის შეგროვება, დროებითი და პაროლიანი ლინკები, ბრენდირებული დომენები და ქვედომენები, ა.შ.


ჰოსტინგის გავლენა

ჰოსტინგი პირდაპირ მოქმედებს თქვენს SEO-ზე და შესაბამისად ბლოგებზე, ისევე როგორც ბლოგებზე, შესაბამისად SEO-ზე.

პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ უარესი ჰოსტინგ პროვაიდერი მარტივად აღქმულია Google-ს მიერ, რაც აზარალებს ამ კონკრეტული საიტის რანკს რელევანტური სიტყვების ან ფრაზების მოძებნისას.

მეორე შემთხვევაში იმიტომ, რომ უარესი ჰოსტინგ პროვაიდერი მოქმედებს გვერდის ჩატვირთვის სისწრაფეზე, ფოტოების ხარისხზე, ვიდეობის სიჩქარეზე, დიზაინის ელემენტებზე, ნავიგაციის სისწრაფეზე. მომხმარებლების უმეტესი ნაწილი ძირითადად 3 წამზე მეტს არ ელოდება გვერდის ჩატვირთვას.

 

 

დეკორაცია

 

 

ჩატვირთვის სისწრაფის პრობლემა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმიტომ, რომ ის უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლების ნავიგაციაზე. ერთხელ 3 წამით დალოდება დიდი პრობლემა არაა, სამაგიეროდ მომხმარებლების უმეტესობისთვის გამაღიზიანებელია მუდვივი შეფერხებები და დაბრკოლებები ვებ-გვერდების ნავიგაციის დროს. 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია downtime და დაცულობა. პირველი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მომხმარებელი საერთოდ ვეღარ ნახულობდეს თქვენს კონტენტს, ან მან ჩათვალოს რომ კომპანია აღარაა აქტიური, ა.შ. მეორე კი იმას, რომ თქვენ მიერ განთავსებული კონტენტი შესაძლოა მთლიანად წაიშალოს ხარვეზების ან ჰაკერების გამო. ეს უკანასკნელები კი, როგორც ცნობილია, მეტწილად მცირე და საშუალო დონის ბიზნესებს ესხმიან თავს. აქვე აღსანიშნია, რომ Google საიტის დაცულობასაც ამოწმებს და შესაბამისად რანკავს საიტებს. 

რაც შეეხება კონკრეტულად SEO-ს, ჩვენ ამ სფეროშიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ პლატფორმა, mySEO, რომელიც იყენებს ალგორითმს, რომ სისტემატიურად გამოგიზავნოთ რეპორტები თქვენი ვებსაიტის და მისი კონკრეტული ვებ-გვერდების SEO კრიტერიუმებით შეფასებაზე. mySEO-ს ალგორითმი იქვე გაძლევთ რეკომენდაციებს შესაძლო გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც გამოასწორებთ ამა თუ იმ ხარვეზს. 


შეჯამება

ონლაინ-ბიზნესის მართვის უამრავი კომპონენტი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული იმდენად, რომ ერთის უგულებელყოფა აზიანებს თქვენს მდგომარეობას მეორესთან მიმართებაში.

აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ჰოსტინგ პროვაიდერი მოქმედებს თქვენს SEO-ზე, ეს უკანასკნელი კი ბლოგზე (პირიქითაც შესაძლებელია, ბლოგი SEO-ზე). შესაბამისად, რეკომენდირებულია ეს კავშირების ჯაჭვები გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ, თუ რაიმე პრინციპული მიზეზის, ან სხვა ტიპის შეზღუდვის, გამო არ თვლით მათ პრიორიტეტულად.