ჩემი გვერდი

ხელოვნური ინტელექტი არის ვებ ჰოსტინგის კიბერ-უსაფრთხოების მომავალი

1 ნოემბერს 2021
ხელოვნური ინტელექტი არის ვებ ჰოსტინგის კიბერ-უსაფრთხოების მომავალი

ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიისა და ინოვაციების ხანაში. ეს განსაკუთრებით ეხება კომპიუტერებსა და ხელოვნურ ინტელექტს და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა თუ როგორ სწრაფად განვითარდა ეს ყველაფერი. დღეს გვაქვს ტექნოლოგიები რომლებსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. VR კი ვითარდება და ვითარდება და პირველი ქვედერმალური იმპლანტები უკვე არსებობს, ისევე როგორც ბლოქჩეინი რომელიც ან ააშენებს ან დააქცევს ქვეყანას. ამ განვითარებასთან ერთად იზრდება ინტერესი და ინვესტიცია ხელოვნური ინტელქტის მახასიათებლების სხვადასხვა ასპექტებში. სანამ ეს პროცესი მიმდონარეობს ჩვენც, Server1-იც ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს.

ამ ბლოგში შევეცდებით აღგიწეროთ თუ როგორ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი კიბერ-უსაფრთხოების მიმართ მიდგომის შეცვლას ვებ ჰოსტინგ კომპანიების მხირდან.

ვებ ჰოსტინგი და კიბერ-უსაფრთხოების პრობლემები

აშკარაა რომ კიბერ-კრიმინალი მუდამ იზრდება. ჩვენ უკვე შევეხეთ ამ თემას და შეგიძლიათ გარჩევა აქ იხილოთ თუ დაინტერესებულები ხართ. ყველაზე დიდი საფრთხე რაც არსებობს კიბერ-უსაფრთხოების კუთხით არის ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხი. ამის გამო კიბერ-უსაფრთხოება ბევრი ბიზნესის პრიორიტეტად იქცა (განსაკუთრებით ონლაინ ბიზნესების); ყველაზე მეტად საყურადღებოა ვებ ჰოსტინგის სერვისებისთვის.

კიბერ-უსაფრთხოების პროგრესის მიუხედავად, მაინც არსებობს საყურადღებო დაბრკოლებები ჰოსტინგ კომპანიებისთვის:

- სუსტი წერტილების პოვნას დიდი დრო და რესურსები მიაქვს

- ზოგი შემოსატევად VPN-ებს და proxy-ებს ხმარობს რომ უკეთ შენიღბოს თავისი აქტივობა.

- ვებ ჰოსტინგების კომპანიების უმეტესობას აქვს შეზღუდული პროგნოზირების და პრევენტატიული საშუალებები შესაბამისად მხოლოდ პრობლემის აღმოჩენის შემდეგ ხდება აქტუალური მისი მოგვარება

- დისტანცია IT სისტემებს შორის დამატებითი პრობლემაა, რადგან უფრო რთულია ჰაკერების თრექინგი.

ხელოვნური ინტელექტი და მისი კონტექსტი ვებ ჰოსტინგთან მიმართებაში

ცნობილი ფაქტია რომ ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიის ინფორმაციის წრეებში და ტექ ჟურნალებში უკვე მთლიანად ცვლის სიტუაციას. ჩვეულებრივი მონაცემთა დარღვევა/წართმევა ძვირი უჯდება ვებ ჰოსტს. ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სხვადასხვა პატერნების ამოცნობაა მონაცემებში (რაც ადამიანებზე ბევრად უკეთ შეუძლიათ. რაც უსაფრთხოების სისტემებს აძლევს საშუალებას რომ გამოცდილება მიიღონ და მომავალში უფრო და უფრო ეფექტურები გახდნენ ამ საკითხში.

თვით-პროგრესირებადი სისტემა რომელიც ყოველი გამოცდილების შემდეგ უფრო ეფექტურია ამავდროულად შესანიშნავი ფინსანსური ინვესტიციაცაა; დროსაც და რესურსებსაც ზოგავს. აბსოლუტურად ცვლის სიტუაციას ინდუსტრიაში, როგორც არ უნდა შევხედოთ საკითხს.

საშიშროების წინასწარ პროგნოზირება

ყველაზე დიდი უპირატესობა ამ საკითხში კი წინასწარი რეაგირებაა. იმის გათვალისწინებით რომ სხვადასხვა პრაქტიკული დავალებების ამოხსნის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი იმახსოვრებს პატერნებს, მას ასევე შეეძლება ამ პატერნების გამოყენება სუსტი წერტილების დასაცავად. რაც უფრო აკურატულს ხდის თავდაცვის სისტემებს.

კიბერ-უსაფრთხოების დაცვა

ნებისმიერი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ამ ყველაფერს რეალურ შესაძლებლობად თვლის; ჩვენ კი მუდამ თვალს ვადევნებთ ახალ ტრენდებს ბაზარზე რომ უკეთ გამოვიკვლიოთ თქვენი უსაფრთხოების პოტენციალი.

ხელოვნური ინტელექტი და კიბერ-ანალისტები

დღესდღეობით ბევრ კომპანიას ყავს თავისი კიბერ-ანალისტი ან სისტემური ადმინისტრატორი, რომლებიც ცდილობენ უშიშროების რისკებით და მათთან დაკავშირებული პროგნოზებით მსჯელობას ზოგად სურათზე. თუმცა, ხშირია რომ მათ უამრავი პატარ-პატარა პრობლემა გაუჩნდეთ, რამაც შესაძლოა ძალიან საჭირო დრო დააკარგვინოთ. ალბათ უკვე ხვდებით რომ ზუსტად აქ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტის დამატებითი სამუშაოს გაწევა და დახმარება უმნიშნელო პრობლემების მოგვარებაში.

მონაცემები & ანალიზი

მონაცემები ნებისმიერი ტიპის ვებ ჰოსტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე როგორ ვიწრო, კონკრეტული ბიზნესის ჭრილში შეგვიძლია ვისაუბროთ ასევე ზოგადად მთლიან ბაზარზე მის განვითარებაზე. ეს კი ბუნებრივია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სახით მოგვეწოდება, რომლის გამოყენებაც სურვილისამებრ შეგვეძლება.

დასკვნა

ჯერ-ჯერობით არავინ იცის ზუსტად თუ როგორი მომავალი ექნება ხელოვნურ ინტელექტს. თუმცა, ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვართ რომ ის დიდ როლს ითამაშებს მომავალ წლებში. როგორც ხედავთ, ხელოვნური ინტელექტის პოტენციური როლი საიმედო ჩანს ჩვენს სფეროში. მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა ამ მხრივ განვვითარდეთ როგორც სექტორი. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ხელოვნური ინტელექტი მოგვცემს ჩვენი სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალებას.