ჩემი გვერდი

ბლოგები & ჰოსტინგი

1 მარტს 2022
ბლოგები & ჰოსტინგი


დღევანდელი ონლაინ ბიზნეს სტრატეგიების უმეტესობა ეყრდნობა ამა თუ იმ სისტემას რომელიც უზრუნველყოფს საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას.

ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საინტერესო ვარიანტი ამ კუთხით საკუთარი ბლოგის შექმნაა.

ბლოგები არამარტო ინსტრუმენტალურ ღირებულებას ფლობენ მათი როლის გამო საიტის, შესაბამისად ორგანიზაციის, პოპულარიზაციაში, არამედ ასევე წარმოადგენენ კომუნიკაციისა და საინტერესო იდეების ჰაბს.

როგორც არ უნდა იყენებდეთ თქვენი ჰოსტინგ პროვაიდერის უპირატესობებს ბლოგის გათვალისწინება მომავალ თუ ამჟამინდელ ორგანიზაციების სტრატეგიულ მომავალში ურიგო იდეა ნამდვილად არ არის.


ბლოგები & SEO

პირველი და ყველაზე ხშირად აღნიშნული ფაქტორი ამ ორს შორის არის საკვანძო სიტყვების/ფრაზების დართვის საშუალება. საკვანძო სიტყვები/ფრაზები კი ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისათვის რომ მიიზიდოთ მომხმარებელი.

 

ბაზლის სურათი

 

დღევანდელი ორგანიზაციების უმეტესობა (რომელიც არ ეყრდნობა სახელმწიფო სუბსიდიებს) სწორედ ამ საშუალებით ცდილობს სამიზნო აუდიტორიამდე ხმის მიწვდენას.

ასევე აღსანიშნავია რომ ონლაინ მომხმარებლების ნახევარზე მეტი ახალ ორგანიზაციებს სწორედ Google-ის (ან სხვა მსგავსი საძიებო სისტემის) საშუალებით პოულობს, პირდაპირ რამდენიმე სიტყვის ან ფრაზის ძიებით.

ბლოგები ასევე აძლევენ კომპანიას საშუალებას რომ არ იყვნენ სტატიკურები. Google პირდაპირ ითვალისწინებს ამ ფაქტორს საიტების რანჟირების დროს.

იმ შემთხვევაშიც თუ პრობლემები შეგექმნათ, ყოველთვის შეგიძლიათ მიდგომა შეცვალოთ და იპოვოთ ის ვარიაცია რომელიც თქვენ ორგანიზაციას დაეხმარება. 


მომხმარებლებთან ურთიერთობა

ბლოგების კიდევ ერთი პლიუსი ისაა რომ აბსტრაქტული დიზაინების და გამოსახულებების მაგივრად, პირდაპირ შეგიძლიათ იმ თემებზე ისაუბროთ, რომლებიც ამ სფეროში მნიშვნელოვანი გგონიათ.

ამას ხანდახან გამოხმაურებაც მოყვება მომხმარებლის მხირდან რაც გაძლევთ მათთან ურთიერთობის წამოწყების საშუალებას. 

ასევე თუ თქვენი ბლოგ პოსტები ეხმარება სხვადასხვა ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში შესაძლოა მომავალში სწორედ თქვენთან მოიძიონ ინფორმაცია, ან ყოველ შემთხვევაში უფრო ყურადღებით იყვნენ თქვენს პოსტებთან მიმართებაში.

დამატებით, ბლოგები გთავაზობთ რესურსებს იმისათვის რომ აქტიურები იყოთ სოციალური მედიის პლატფორმებზე. მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეთავაზება საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია თუ გინდათ რომ SEO-ზე ყურადღება გაამახვილოთ.

 

აბტრაქტული ნახატი

 

ბლოგის პლატფორმებზე გაზიარება და პლატფორმების კონტენტის ბლოგზე დალინკვა ქმნის ორმხრივ ჯაჭვს რაც როგორც SEO-ს კუთხითაა მნიშვნელოვანი ასევე ტოვებს თქვენს მომხმარებელს აქტიურს თუ ფუნციონალური ნაწილი გამართულია.

რადგან Inbound და backlink ტიპის ლინკები ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილია SEO-ს მხრივ, ბლოგის ქონა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ასევე აღსანიშვნავია რომ ისეთი მომხმარებლები რომლებიც თქვენი ბლოგ პოსტებით და სოციალური მედიის პლატფორმების კონტენტით გახდნენ გამომწერები დიდი შანსია უფრო აქტიურები იყვნენ ვიდრე ის მომხმარებლები რომლებიც რეკლამების გაშვებით შეიძინეთ.

გრძველვადიანი სტრატეგიების შემუშავება მსხვილმასშტაბიანი კომპანიებისთვისაც საკმაოდ რთულია იმის გათვალისწინებით რომ მომხმარებლები ძალიან სწრაფად კარგავენ ინტერესს.

თუ თქვენ მომხმარებლებს, პირველ რიგში, იძენთ ზუსტად თქვენი კონტენტის, კონკრეტულად ბლოგ პოსტების გამო, ეს გაძლევთ საშუალებას რომ უკეთესად გაიცნოთ ისინი, მიიღოთ დამატებითი უკუკავშირი (ასეთი მომხმარებლები, როგორც წესი, უფრო აქტიურები არიან კომუნიკაციის დროს), რაც თავისთავად გაგიადვილებთ გრძელვადიანი გეგმების დასახვის პროცესს.

თუ თქვენი ვებსაიტი კონვერსიებზე ორიენტირებულია Sales enablement (ანუ რესურსების მიწოდების მხრივ) ბლოგ პოსტების საკმაოდ ძვირფასი რამ ხდება თქვენი თანამშრომლებისთვის.


ნდობა & ბლოგ პოსტები

გარკვეულ ინდუსტრიებში ნდობა და პრესტიჟი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როდესაც საქმე ეხება ისეთ სამუშაოს რომლის ცუდად შესრულების საფასური ზედმეტად ბევრია მომხმარებელი ძირითადად იმ კომპანიას ენდობა რომელიც ყველაზე პრესტიჟული გონია.

 

პაზლის გამოსახულება

 

მაგალითად როდესაც სახლის სტრუქტურულ წყობაზეა საუბარი პოტენციური საფასური ძალიან დიდია (სახლის ჩამონგრევა), მაგრამ როდესაც მორიგ მარკეტინგულ კამპანიაზეა, აქ საშუალება გაქვთ მეტი გარისკოთ რადგან წარუმატებლობის საფასური წინა შემთხვევასთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

ბლოგ პოსტების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სამიზნო აუდიტორიას გაუზიაროთ იმ პროექტების შესახებ რომლებიც თქვენმა ორგანიზაციამ დაასრულა და იმ წარმატებების შესახებ, რომლებსაც მან მიაღწია.

თუ ვთქვათ თქვენ ორგანიზაციას დასრულებული აქვს მსხვილმაშტაბიანი პროექტები და მათზე სიახლეებს არ აქვეყნებს შესაძლოა რამდენიმე პოტენციური პარტნიორი დაკარგოს.


შეჯამება

ბლოგინგს მრავალმხრივი გამოყენება აქვს: ეხმარება თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციას SEO-ს მეშვეობით, ამყარებს უფრო ახლო კავშირებს თქვენს მომხმარებლებთან, გაძლევთ თქვენი პროექტების და წარმატებების რეკლამირების საშუალებას, ისევე როგორც ორგანიზაციულ ღირებულებებზე გამახვილების რესურსებს.

შესაბამისად თუ თქვენი კომპანიისთვის არაშესაბამისი არ არის ბლოგის ქონა მაშინ რთულია დავინახოთ ბლოგის ქონის მინუსები.