ჩემი გვერდი

ამ ეპიზოდში: რა, რატომ და როგორ ონლაინ გადახდების მოდული

13 ოქტომბერს 2021
ამ ეპიზოდში: რა, რატომ და როგორ  ონლაინ გადახდების მოდული

ამ ეპიზოდში: რა, რატომ და როგორ

ონლაინ გადახდების მოდული

პირველ რიგში საჭიროა ცხადი გავხადოთ თუ რა არის ონლაინ გადახდების მოდული. მოკლედ და კონკრეტულად, ონლაინ გადახდის მოდული არის მაღაზიასთან დაკავშირებული უსაფრთხო სივრცე, რომელიც აძლევს მას უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებას .

ონლაინ გადახდების მოდული, არა მხოლოდ ტექნიკურად უსაფრთხო ანგარიშსწორების საშუალებას გვაძლევს. არამედ ისინი ასევე მოწმდებიან მიკერძოებული ჯგუფის მიერ იმის დასადასტურებლად რომ სერვერები უსაფრთხოა, ასევე ნებართვებზე კონტროლირებადია წვდომა, და სხვა.

ამის გაკეთება ჯდება ათასობით, ან მილიონობით დოლარი, ეს ყველანაირი დამატებითი ვალდებულებების გარეშე. ე.ი ანგარიშსწორების უსაფრთხოების კონტროლირება მცირე ბიზნენის მეპატრონის როლში პრაქტიკულად შეუძლებელია.

ზუსტად ამიტომ EVO Payments-ის -ის მსგავსი კომპანიები შესაბამის სერვისებს გვთავაზობენ! თქვენ, ალბათ, ასევე გსმენიათ Stripe-ის შესახებ, რომელიც იმავე სფეროშია. ჩნდება კითხვა იმის შესახებ თუ როგორ დავამატოთ ელექტრონული კომერცია თქვენს eCommerce (ელექტრონული კომერციის) მაღაზიაში. ამ ყველაფრის სირთულე დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ პლატფორმას ხმარობთ ან რომელ ონლაინ გადახდების მოდულს იყენებთ.

მაგალითად, Paypal-ი შედარებითად მარტივი კანდიდატია, ისეთი ფუნქციებით როგორებიცაა აუტომატური გამოწერის გადახდები. თუმცა, შესაძლოა თქვენი ექაუნთის დადასტურება საჭირო გახდეს Paypal-ის თანამშრომლის მიერ რაც არც თუ ისე მოსახერხებელია.

აქედან გამომდინარე, თქვენთვისვე უმჯობესია უფრო ფრთხილად მისი შერჩევა. თუ კონკრეტულად რომელზე ღირს არჩევანის შეჩერება ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე თუ რა მასშტაბის და რა ტიპის ბიზნესი გაქვთ, გინდათ თუ არა ინდივიდუალიზირებული ლინკები და გესაჭიროებათ თუარა უშუალოდ მაღაზიაში სერვისების მოხმარებაც.

როდესაც ერთ-ერთს აირჩევთ საჭიროა რომ ის თქვენს პლატფორმაზე დააინსტალიროთ... ზოგიერთი მაღაზიის სისტემას (ელექტრონული კომერციის software-ს) აქვს ან წინასწარ დაინსტალირებული ონლაინ გადახდების მოდულები ან მარტივი ინტეგრაცია.  Evo Payments ინტეგრირებულია, მაგალითად, Plesk-ის ელექტრონული კომერციის კომპლექტში, არაა საჭირო დაინსტალირება - უბრალოდ დააჭირეთ აქტივაციის ღილაკს - არც ყოველთვიური გადასახადი დაგეკისრებათ!

მთავარი ინსაითები

  • ონლაინ გადახდის მოდულები აძლევენ მაღაზიებს უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებას, გინდ უშუალოდ მაღაზიაში გინდ ონლაინ. ისინი კიდევ უფრო მნიშვნელოვნები არიან ელექტრონული კომერციის მაღაზიებისთვის, იმის გათვალისწინებით რომ ეს ამ ტიპის ანგარიშსწორების ერთადერთი მიღებული საშუალებაა.

  • უნაღდო ანგარიშსწორებას ხალხი ძირითადად კრედიტ კარტებთან ასოცირებს, თუმცა ის ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს ექაუნთით გადახდებს, მაგ: ACH/პირდაპირი დეპოზიტები ან საფულეები, როგორებიცაა Apple Pay & Google pay.

  • ონლაინ გადახდების მოდულები გვთავაზობენ უსაფრთხო გარემოს იმისთვის რომ ელექტრონული კომერციის მაღაზიებმა მიიღონ გადახდები. გადახდების და მომხმარებლების ინფორმაცია ინახება ამ უსაფრთხო სივრცეში რომ გაკონტროლდეს შეკვეთები და ტრანზაქციები.

  • ეს გამორიცხავს ისეთი ტიპის შეტევებს, როგორებიცაა კრედიტ ბარათის ინფორმაციის მოპარვა ტრანზაქციის დროს.

  • ეს მოდულები რეგულირდება მკაცრი გაიდლაინებით/პრინციპებით (PCI ნორმების დაცვა) იმისთვის რომ გარანტირებული იყოს ინფორმაციის დაცულობა და ინტეგრირებულობა. ისინი გადიან შემოწმებას არა მხოლოდ ტექნიკური იმპლიმენტაციისთვის არამედ, აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სერვერებთან წვდომა აქვთ მხოლოდ ოფიციალურ პირებს. რაც დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული.

  • ასევე საჭიროა SSL სერტიფიკატის ინსტალაცია თქვენს საიტზე. არაა საკმარისი მხოლოდ გადახდების მოდულების მიერ გადახდების მეთოდების უსაფრთხოდ შერჩევა. ასევე საჭიროა რომ თქვენი დანარჩენი ინფორმაციაც დაცული იყოს.

  • დირქი განიხილავს გადახდების რამდენიმე მიმღებს ან სისტემას ამ ეპიზოდში. ესენი არიან გადახდის სერვისის პროვაიდერები (PSPs), გადახდის მეთოდები, მყიდველები და საფულეები.

  • PSP-ები არიან წამყვანი კომპანიები. ისინი საკუთარ თავზე იღებენ რისკს და მუშაობენ გადახდის მეთოდებზე. ეს მეთოდები ძირითადად მუშაობენ მყიდველთან, რომელიც ძირითადად კრედიტ ბარათების კომპანიებთან მომუშავე ბანკია. საფულე გადახდის განსაკუთრებული საშუალებაა რომელიც იკავებს/იჩერებს კაპიტალს (კრედიტ ბარათებისგან განსხვავებით).

  • კარგია კლიენტებისთვის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზება, მაგრამ შესაძლოა ზედმეტიც მოგვივიდეს. ზოგადად კრედით ბარათის ფორმა და საფულე კარგი დასაწყისია.

  • რაც შეეხება PSP-ს საჭიროა იმის გარკვევა თუ რომელი გადახდის მეთოდი გჭირდებათ. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ქვეყნით რომელშიც ცხოვრობთ, ისევე როგორც სხვა უამრავი ცვლადით.

  • მაგალითად, თუ უშუალოდ მაღაზიაში გჭირდებათ გადახდები, ისეთი PSP-ს არჩევა რომელიც მხოლოდ ონლაინ სერვისებს გთავაზობთ არაა საკმარისი. ან თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ სადაც Paypal-ი არ ფუნციონირებს, ის მომხმარებელს არ უნდა შესთავაზოთ.

  • EVO Payments არის გლობალური კომპანია რომელიც ოპერირებს რამდენიმე ქვეყანაში და მომხმარებელს სთავაზობს მეთოდების მრავალფეროვან არჩევანს. მათ მარტივად აქვთ Plesk-ის ელექტრონული კომერციის კომპლექტი ინტეგრირებული იმისთვის რომ Plesk-ის ისეთ კლიენტებს, რომლებსაც აქვთ ელექტრონული კომერციის მაღაზია, შასთავაზონ გადახდების მიღების უსწრაფესი გზა; იმის მიუხედავად თუ კონკრეტულად სად იმყოფებიან.

  • Plesk-ზე EVO Payments-ის დიდი უპირატესობაა მათი ფასი (ბევრად უფრო იაფია ვიდრე სხვა მოდულები, მაგ: Paypal-ი), პლიუს Plesk-ის მომხმარებლებს არ უწევთ ყოველთვიური გადასახადის გადახდა რომ ის გამოიყენონ!