ჩემი გვერდი

ვებსაიტის მნიშვნელოვანი პრობლემები

18 მარტს 2022
ვებსაიტის მნიშვნელოვანი პრობლემები

ძირითადად როდესაც საიტს აქვს პრობლემები დარანკვასთან დაკავშირებით ეს გარკვეულ წილად მისი ფუნციონალური, დიზაინის ან SEO მხრივ შეცდომების ბრალია.

ზოგი შეცდომა ასე თუ ისე მარტივად გამოსასწორებელია, ბევრი რესურსის და დროის დახარჯვაც არ მოგიწევთ.

თუმცა ასევე არსებობს ფუნდამენტალური შეცდომები, რომლებიც გამოსწორებასაც სჭირდება საიტის ხელახალი დამზადება ან, როგორც მინიმუმ, განახლება.


Bounce მაჩვენებელი

ყველაზე მარტივი საშუალება, რომლითაც მალევე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაარკვიოთ საიტს აქვს თუ არა რაიმე პრობლემა არის bounce მაჩვენებელი.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მასზე იმის გამო რომ ეს ერთი მეტრიკი ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს.

Bounce მაჩვენებელი ითვლის მომხმარებლების იმ ნაწილს, რომელიც თქვენს ერთ ვებ-გვერდს ნახულობს და შემდეგ ტოვებს საიტს.

ვებსაიტის wallpaper

იმის მიხედვით თუ რომელ ვებ-გვერდს ააქვს მაღალი boucne სხვებთან შედარებით შეგიძლიათ იმსჯელოთ იმაზე თუ რა ტიპის პრობლემა შესაძლოა გქონდეთ.

თუ, სიტყვაზე, ყველა გვერდზე მაღალი bounce მაჩვენებელია მაშინ შესაძლოა თქვენ არასწორ აუდიტორიაზე არეკლამებთ თქვენს პროდუქტს/სერვისებს. ან დიზაინი/ფუნქციონალური მხარე აბსოლუტურად გაუმართავია.

ხშირად ეს პრობლემა გამოწვეულია საიტის ზედმეტად ნელი ჩატვირთვის, ან მობილურზე ოპტიმიზაციის არ არსებობის გამო.

თუ მთავარ გვერდზეა bounce (და იცით რომ სამიზნო აუდიტორია სწორად გაქვთ შერჩეული), შესაძლოა პრობლემა ნდობაში იყოს. ამიტომ კარგი იდეაა თქვენი პროექტები ან მიმოხილვები განათავსოთ აშკარად გამოკვეთილ ადგილას.

თუ, ვთქვათ, ბლოგებზეა პროცენტული მაჩვენებელი ზედმეტად მაღალი, შესაძლოა თქვენი სამიზნო აუდიტორია სხვა ტიპის ინფორმაციას ეძებს. ასევე დასაშვებია რომ თქვენ ან ზედმეტად მარტივ ბლოგებს დებთ ან ზედმეტად რთულს. ინდუსტრიისა და ნიშის მიხედვით შეგეძლებათ ამ საკითხზე ჩამოყალიბება.


საძიებო ველი

ეს რჩევა ეხება კონკრეტულად იმ ვებსაიტებს, რომლებსაც ეს ფუნქცია აქვთ. პროცენტულად შეგიძლიათ იმ რაოდენობის ხალხის გამოთვლა რომელიც საიტის ნავიგაციის მაგივრად თქვენი საძიებო ველით სარგებლობს.

ვებსაიტის ჩანახატი

საუკეთესო შემთხვევაში საძიებო ველი უნდა იყოს განკუთვნილი კონკრეტული ბლოგ პოსტების მოსაძებნად. დანარჩენი CTA ღილაკები ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ მომხმარებელს აღარ დასჭირდეს მათი ცალ-ცალკე ძებნა.

ცალკე პრობლემაა, როდესაც თქვენი საიტი საკმაოდ მასშტაბურია და საძიებო ველი საერთოდ არ აქვს. ეს სერიოზული საკითხია განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა და არა, მაგალითად, კონვერსიების პროცენტული მაჩვენებლის რაც შეიძლება მეტად აწევა.


CTA-ები ნაკლებობა

CTA ანუ call-to-action არის ფუნქცია ან ღილაკი, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად: გადავიდეს სხვა გვერდზე ან ბლოგ პოსტზე, გამოიწეროს თქვენი იმეილები, ნახოს საკონტაქტო ინფორმაცია, ა.შ.

როდესაც მომხმარებელს სთავაზობთ გვერდს, რომელიც ან არ შეიცავს CTA-ებს (სტანდარტული header-footer-ის გარდა) არ უნდა იყოს გასაკვირი რომ მათ პირდაპირ დატოვონ თქვენი ვებსაიტი. საკმაოდ ინტუიტიური გადაწყვეტილებაა ამ დროს.

ზოგადად, არ უნდა იყოთ იმის იმედზე რომ მომხმარებელი თავისით იპოვის რაც მისთვის საინტერესოა. რომც თქვენი სერვისებით/პროდუქტებით დაინტრიგებული იყოს ის ხალხის ძალიან მალე ეკარგება კონცენტრაცია და გადადის სხვა საქმეზე ან შედის სხვა აპლიკაციაში.

სწორი და არასწორი - აბსტრაქტული ილუსტრაცია

მაგრამ, ამავდროულად, მოერიდეთ ზედმეტად ბევრ CTA-ს ერთად. თუ რანჟირება შეგიძლიათ ან თქვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია კონკრეტულ რამეზე მაშინ მისი CTA თვალშისაცემი უნდა იყოს.

ბლოგებზე შეგიძლიათ რამდენიმე ლინკი გამოიყენოთ, თუმცა აქაც პარაგრაფების აჭრელება ურიგოა. ამასთანავე მიახვედრეთ მომხმარებელი თუ სად გადაყავს ლინკს (შესაბამისი სიტყვების დალინკვით და ქვე-ტექსტით). 


მხოლოდ პროდუქტზე/სერვისზე კონცენტრირება

ეს ეხება მხოლოდ გარკვეულ ვებსაიტებს. იმის მიხედვით თუ რომელ ინდუსტრიაში ხართ შეგეძლებათ მარტივად მიხვდეთ  თქვენი ვებსაიტიც ნაგულისხმებია თუ არა.

ზედმეტად ბევრი ვებსაიტი ცდილობს მომხმარებელს პირდაპირ მიყიდოს რაიმე, ან მიაწოდოს ინფორმაცია და ამის მეტი არაფერი შესთავაზოს.

დღეს უფრო ვიდრე ოდესმე ბრენდინგი და ორგანიზაციული სახე მეტს ნიშნავს ვიდრე თქვენი სერვისები ან პროდუქციის ხარისხი. 

ეს ბუნებრივია კარგი არ არის, მაგრამ ამის გამოყენება იმ ორგანიზაციებსაც შეუძიათ, რომელებსაც მნიშვნელივანი ღირებულებები აქვთ.

შეგიძლიათ როგორც ამ ღირებულებებზე საუბარი ასევე დიზაინის ელემენტების ისე შექმნა რომ დააინტერესოთ მომხმარებელი.