ჩემი გვერდი

როგორ შევამოწმოთ საიტი SEO-ზე, ვებ საიტის აუდიტი

2 ივნისს 2020
როგორ შევამოწმოთ საიტი SEO-ზე, ვებ საიტის აუდიტი

ინტერნეტში ყველაფერი სწრაფად ცვალებადია. თქვენი ვებ-გვერდი შესაძლოა ოპტიმიზირებული ​ იყო SEO-ზე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ინტერნეტ სივრცეში. გსურთ ისარგებლოთ თქვენი ვებ-გვერდის მაქსიმალური შესაძლებლობებით? Გაზარდოთ საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა და გქონდეთ მაღალი SEO მაჩვენებელი? ამისათვის თქვენ უნდა შეამოწმოთ თქვენი საიტის მაჩვენებლები რეგულარულად.

ამ პოსტში, ჩვენ გიჩვენებთ თქვენი საიტის მიმოხილვის მაგალითს, რათა იცოდეთ რა მუშაობს და რაში სჭირდება გაუმჯობესება თქვენს საიტს.

როგორ ხდება ვებ-საიტის აუდიტი?!

თქვენი საიტის წარმატებით შემოწმების მიზნით, თქვენ უნდა იცოდეთ სამი რამ: რას ნიშნავს ვებგვერდის აუდიტი, ვინ არის თქვენი იდეალური აუდიტორია და რა არის თქვენი მიზნები. ვებ-გვერდის აუდიტი ითვალისწინებს ყველა იმ ფაქტორს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ვებ-გვერდის წარმატებაზე, როგორებიცაა: თქვენი პერსპექტივები, თქვენი მომხმარებლები და Google. Google-ს ბაზრის 88,47% უჭირავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი როლი ჩვენი ვებ-გვერდის ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვანია.  

ვებ-საიტის განხილვის და აუდიტის ინსტრუმენტები

რთულია დაიწყოთ თქვენს საიტზე მუშაობა, თუ არ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია ხარვეზებთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ როგორ მუშაობს თქვენი საიტი ამჟამად. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ჯერ აუდიტის ჩატარება, შემდეგ კი შედეგების საფუძველზე გაუმჯობესებაზე მუშაობა. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ, როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვებ-გვერდის აუდიტის ხელსაწყოები. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ სპეციალურ საიტის აუდიტორულ კომპანიებს, რათა სიღრმისეულად მოხდეს თქვენი საიტის შემოწმება და ხარვეზების გამოსწორება, ან დამოუკიდებლად შეიძინოთ ფასიანი ხელსაწყოები და თავად მოახდინოთ რეაგირება.

Google-ის აუდიტის ინსტრუმენტები 

Google გთავაზობთ მრავალჯერადი საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ვებ – გვერდის მიმოხილვაში. გთავაზობთ Google-ის სამ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ვებ-გვერდის აუდიტში. "Google PageSpeed Insights" ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ანგარიშს უწევს გვერდის მუშაობას როგორც მობილური, ასევე დესკტოპის მოწყობილობებზე და გთავაზობთ სხვადასხვა გზებს , თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი საიტი. გაითვალისწინეთ, რომ ეს ინსტრუმენტი მხოლოდ მიმოიხილავს თქვენს მიერ მოწოდებული ვებ–გვერდის URL–ს (ბმულს), და არა თქვენს მთლიან ვებ-გვერდს ერთდროულად.

Google Analytics

Analytics გთავაზობთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენს ვებ-საიტზე. თუ არასდროს არ გამოგიყენებიათ Google Analytics-ი , გირჩევთ გაეცნოთ ყველა ინფორმაციას, რადგან Analytics-ი დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მომხმარებლებზე, საიტზე შემომსვლელთა რაოდენობაზე და ა.შ. გაქვთ ნელი ჩატვირთვა საიტზე? ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დისკომფორტს უქმნის თქვენს მომხმარებელს. Google Analytics გიჩვენებთ თქვენი საიტის ყველაზე პოპულარულ გვერდებს, ამის მიხედვით თქვენ გაიგებთ, თუ რომელი სერვისი თუ პროდუქტი აინტერესებს მომხმარებელს ყველაზე მეტად. ასევე გთავაზობთ Google Search Console-ს, რომელიც გიჩვენებთ:

► რამდენად ხშირად ჩნდება თქვენი საიტი Google–ის ძიების სისტემაში;

► Რა სიტყვებით და წინადადებებით ეძებენ თქვენს საიტს;

Google Search Console-ით შეგროვებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს თქვენი ვებ – გვერდის SEO-ს გაუმჯობესებას და წარმატების მიღწევას.

თქვენი საიტის აუდიტი ტექნიკურ საკითხებზე

არის თუ არა თქვენი ვებ-გვერდი დაცული? 

SSL სერტიფიკატი არის საიტის დაცვის საუკეთესო გარანტი. SSL სერტიფიკატის გარეშე საბოლოო მომხმარებლისგან (საიტის ვიზიტორი) დაუცველ საიტებზე გადაცემული ინფორმაცია (მაგალითად, ყიდვისას ან ელ.ფოსტის დარეგისტრირების დროს) და პირიქით, არ არის დაშიფრული. ეს ნიშნავს, რომ თქვენი საიტი არის რისკის ქვეშ, მარტივია ინფორმაციების მოპარვა და წაშლა. ბრაუზერი აჩვენებენ, არის თუ არა საიტი უსაფრთხო, თუ არა, და ამან შეიძლება მომხმარებლის სანდოობაზე დიდი გავლენა იქონიოს (გახსოვდეთ, ისინი თქვენი პოტენციური მომხმარებლები არიან).  ქვემოთ მოცემულია საიტების მაგალითები SSL სერტიფიკატით და მის გარეშე. 

SSL certificate

საიტი SSL-ის გარეშე (HTTPS არ იყენებს) დომენის სახელის გვერდით აჩვენებს, რომ ვებ-გვერდი  არ არის უსაფრთხო. ყოველთვის დაიცავით თქვენი და თქვენი მომხმარებვლების პირადი ინფორმაცია.

როგორ გამოიყურება თქვენი საიტი ყველაზე პოპულარულ ბრაუზერებში? 

შეამოწმეთ თქვენი საიტი ყველა მთავარ ბრაუზერში, არის თუ არა მოსახერხებელი და გამართული თქვენი ვიზიტორებისთვის. განახორციელეთ აუცილებელი ცვლილებები, რათა გააუმჯობესოთ თქვენი ვებ-გვერდი ყველა ბრაუზერში. არ დაგავიწყდეთ ამ ბრაუზერების მობილური ვერსიების შემოწმებაც.

აქვს თუ არა თქვენს საიტს სარეზერვო ასლები?  

თქვენს საიტზე რაიმე დიდი ცვლილების შეტანამდე, თქვენ უნდა შექმნათ სარეზერვო ასლები, რათა დაიკარგოს თქვენი საიტის ინფორმაცია ცვლილებებზე ან განახლებებზე მუშაობის პროცესში.

თქვენი ვებ-საიტის SEO აუდიტი  

SEO აუდიტი დაგეხმარებათ თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციაში, გაქვთ საიტის რუქა, რომელიც ისეა შექმნილი, რომ Google-მა და სხვა საძიებო სისტემებმა მარტივად აღიქვან თქვენი საიტი? თქვენს საიტზე ყველა გვერდი ოპტიმიზებულია SEO-ს შეფასებების მიხედვით? იყენებთ თუ არა შესაბამის SEO საკვანძო სიტყვებს თქვენს საიტზე? აქვს თუ არა თქვენს ყველა გვერდს Title Tags და Meta Descriptions

Title Tags და Meta Descriptions HTML-ის ელემენტებია, რომლებიც თავსდება ვებ გვერდზე. როდესაც გვერდი აჩვენებს, როგორც ძიების შედეგს, მისი Title Tags და Meta Descriptions ჩვეულებრივ აჩვენებს მას SERP– ს (საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე). ეს მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს თქვენი საიტის ვიზიტორებზე. ასევე, თქვენს საიტზე განთავსებულ სურათებს უნდა ქონდეს Alt Text-ები. 

რამდენი Backlinks გაქვთ?

Backlinks არის ბმულები, რომლებიც იქმნება, როდესაც ერთი საიტი უკავშირდება სხვა საიტს. მათ ასევე უწოდებენ შემომავალ კავშირებს.

არის თუ არა თქვენი URL სტრუქტურა ოპტიმიზირებული?  

URL სტრუქტურა მნიშვნელოვანია, როგორც საძიებო სისტემებისთვის, ასევე  საიტის ვიზიტორებისთვის. 

ვებ-გვერდის აუდიტის საბოლოო ნაწილი

ამას შესაძლოა რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აუდიტი აუცილებელია თქვენი საიტის წარმატებისთვის. თქვენ უნდა დაგეგმოთ თქვენი საიტის აუდიტი წელიწადში ორჯერ მაინც. ხოლო შედარებით დიდი საიტებისთვის, უფრო ხშირად განიხილეთ მათი აუდიტი. თქვენი საიტის აუდიტი საშუალებას მოგცემთ იყოთ მოწინავე ადგილებზე საძიებო სისტემებში, მიწვდეთ თქვენს მომხმარებლებს მარტივად და იყოთ თქვენს კონკურენტებზე წინ.