ჩემი გვერდი
შეიძინე ჰოსტინგის სერვისები და მიიღე -80%-მდე ფასდაკლება

ვებ ჰოსტინგის გავლენა SEO-ზე

5 ნოემბერს 2021
ვებ ჰოსტინგის გავლენა SEO-ზე

რომელ ინდუსტრიაშიც არ უნდა იყოთ, საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია თქვენი ციფრული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს. SEO პირდაპირ კავშირშია თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციასთან, ტრაფიკის და ბრუნვის მომატებასთან. 

სხვადასხვა კვლევები აჩვენებენ რომ მომხმარებლები წინასწარ ამოწმებენ საძიებო სისტემებში სხვადასხვა კომპანიებს სანამ პროდუქტს იყიდიან. Google-ზე (იმიტომ რომ ყველაზე გავლენიანი საძიებო სისტემაა) თქვენი ბიზნესის რანჟირება პრაქტიკულად გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

შესაბამისად საჭიროა ისეთი ელემენტების გამოყენება როგორებიც: საკვანძო სიტყვებია, ბლოგ და სოც მედიის პოსტებია. ბლოგ პოსტები ყველაზე ვრცელი ტიპის საკვანძო სიტყვების კრებულია, რომელსაც შეგიძლიათ თან დაურთოთ დამატებითი ფრაზები რომ უფრო ადვილად შეძლონ მისი მოძებნა. ასევე აუცილებელია თქვენი ნეტვორქის გამოყენება იმისთვის რომ ბლოგები ტყუილად არ წეროთ და სტაბილური მომხმარებელი/მკითხველი გყავდეთ. 

ისეთი სტრატეგიები როგორებიც მობილურისთვის ოპტიმიზაცია და ლინკ-ბილდინგია უკვე ასე თუ ისე ცნობილია ამ სფეროში. თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობა სერვერების როლს; მაგ: სერვერების ფიზიკური ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენი ვებ გვერდის რანჟირებაზე.

ჩვენ რამდენიმე საშუალებას წარმოგიდგენთ რომლითაც ვებ სერვერისთვის შესაძლებელია SEO-ზე მოქმედება.


სერვერები & სისწრაფე

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი SEO-სთვის არის ჩატვირთვის და ნავიგაციის სისწრაფე; როგორც მომხმარებლის მხიდან ასევე Google-ის მხრიდანაც, რომელმაც პირდაპირ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩატვირთვის სისწრაფე რანჟირებაზე მოქმედებს. თუ 3 წამზე დიდი დროა საჭირო ამ პროცესისთვის მნახველების 53% კეცავს ფანჯარას.

მაღალი დონის სერვერები პირდაპირ განაპირობებენ უფრო სწრაფ პროცესურ მიმდინარეობას; ჩვენ Server1, ამ მხრივ, გთავაზობთ SEO-ს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.


ჰოსტინგის მდებარეობა

როგორც ვახსენეთ ეს კრიტერიუმიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან ქვეყნების მიხედვით განაწილება ძიებისას Google-ს სტანდარტია. 

თუ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, ჩვენ გთავაზობთ სერვისებს გერმანიაში, კერძოდ გამოყოფილ სერვერებსაც, თავისი ძლიერი ინფრასტრუქტურით და მხარდაჭერით.

მაგრამ აუცილებელია იმის გათვალისწინებაც რომ იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში ეძებს მომხმარებელი სხვადასხვა ინფორმაციას სერვერების ადგილმდებარეობაც სიახლოვითაა განსაზღვრული. ანუ თუ ჩინეთში ეძებს მომხმარებელი მაშინ პრიორიტეტი ჩინეთშ მოთავსებულ სერვერებზეა.


Uptime & Downtime 

ნებისემიერი დროის Downtime (პერიოდი როდესაც სერვერი არაა აქტივირებული) გააუარესებს SERP-ს და SEO-ს. Google-ს ალგორითმები ითვალისწინებენ uptime-ის და downtime-ის პერიოდებს რანჟირების გამოთვლისას, შესაბამისად თუ არასანდო, დაბალი ხარისხის სერვერებს ხმარობთ ეჭვგარეშეა რომ თქვენი SEO რანკი დაბალი იქნება.

გალ ოვედის მიერ რეკომენდირებულია uptime 99.9%-ზე დაბლა არ ჩადიოდეს იმისთვის რომ პირველ გვერდზე მოხვდეს თქვენი ვებ გვერდი. სერვერების მდებარეობა, ხარისხი, სისწრაფე... სამივე აუცილებელი კომპონენტი საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციისთვის.


Plesk

Plesk დამატებითი ხელსაწყოა სერვერის კონტროლისთვის, რაც აუცილებელი კომპონენტია მოწინავე ბიზნესებისთვის.

ერთი ხელსაწყოთი შეგიძლიათ ნესბისმიერი გვერდის მენეჯმენტი, განახლება, უსაფრთხოება, რაც ითვალისწინებს ავტომატურ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტესტებს, კლონებს, სარეზერვო ასლებს და აღმდგენ ფუნქციებს, სხვა მრავალს შორის.


ჰოსტინგი არის ხშირად იგნორირებული ნაწილი SEO-ს განხილვისას, თუმცა როგორც გაჩვენეთ ამ მხრივ აუცილებელი ხდება განვითარება თუ გვინდა წარმატების მიღწევა SEO-ს მხრივ.